ცირკულარული მიგრაციის პროექტის მონაწილეებისთვის მიღება გაიმართა

2015 წლის 17 ივლისს, ქ. მაინის ფრანქფურტში (გერმანია) საქართველოს გენერალურ საკონსულოში პროექტის - „ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისთვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში ცირკულარული მიგრაციის და დიასპორის მობილიზაციის გზით“ - ფარგლებში გერმანიაში დასაქმებული საექთნო და სასტუმრო/სარესტორნო სფეროს სპეციალისტებისთვის მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე 25 ქართველ ექთანსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე მათ გერმანელ დამსაქმებლებს, გენერალური კონსული, ბატონი იოსებ ჩხიკვიშვილი, მიესალმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ “საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები: „მიგრაციისა და დიასპორის“ დირექტორი - ბატონი რალფ ზანფტენბერგი, დასაქმების ოფიცერი - ქალბატონი ლიზელოტე ჰეკმანი, პროგრამის კოორდინატორი - ბატონი ბენიამინ ვოსტენი და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში, ბატონი მიხეილ სარჯველაძე.

მიღებაზე დამსწრე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ გერმანიაში მუშაობისა და ცხოვრების შესახებ გამოცდილება თავიანთი კოლეგებისთვის. მონაწილეთა აქტიური კომუნიკაცის, სასიამოვნო მუსიკისა და ფურშეტის ფონზე, ღონისძიებაზე დადებითი ატმოსფერო იგრძნობოდა. მიგრაციის ციკლის ამ ეტაპისთვის, პროექტის მონაწილეთა დადებითი გამოხმაურება შეიძლება შეფასდეს, როგორც მათი სამუშაო ადგილზე წარმატებული ინტეგრაციის ძალიან კარგი ინდიკატორი.

ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი