სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა შილდას საზოგადოებრივ ცენტრში

შილდას საზოგადოებრივ ცენტრში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრის ძირითად თემას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ასოცირების შეთანხების საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძეც ესწრებოდა, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გამოცემული ლიტერატურა დაურიგდათ.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი