ლეგალური იმიგრაციის შესახებ გზამკვლევი შემუშავდა

1

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას „ლეგალური მიგრაცია - საუკეთესო არჩევანი”, რომლის ფარგლებში შემუშავდა საინფორმაციო გზამკვლევი ლეგალური იმიგრაციის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

დღემდე საქართველოში ლეგალური იმიგრაციის შესახებ ინფორმაციის ერთადერთ წყაროს ცალკეული სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია ან სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში გაფანტული იმიგრაციის მარეგულირებელი ნორმები წარმოადგენდა. ასეთი ტიპის ინფორმაცია კი იშვიათად არის ამომწურავი, მარტივად ხელმისაწვდომი ან ადვილად გასაგები ენით დაწერილი. წინამდებარე გზამკვლევი ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შემუშავდა. იგი აერთიანებს პრაქტიკული ხასიათის ინფორმაციას უცხოელებისთვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტაციის, შესაბამისი სტატუსის მოპოვებისა და ლეგალურად გადაადგილების შესახებ.

ვფიქრობთ, გზამკვლევი მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოში ჩამოსვლის მსურველ და ქვეყანაში მყოფ უცხოელებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს ლეგალური იმიგრაციის მარეგულირებელი ნორმებისა და შესაბამისი სერვისების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი