მიგრაციის სფეროში სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოები

 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაძლებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ბინადრობის ნებართვის (მოწმობის) მიღება, თანამემამულის სტატუსის მოპოვების, მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართვა და სხვა სერვისებით სარგებლობა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების, იუსტიციის სახლის ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები

იუსტიციის სახლის ფილიალები

საზოგადოებრივი ცენტრები

 

პოტენციურ მიგრანტთა კონსულტაციისა და დაბრუნებული მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ მიგრაციის რესურს ცენტრებს:

მიგრაციის რესურს ცენტრი თბილისში
მის: თ.აბულაძის ქ.#12, 1-ლი ჩიხი 0162
ტელ.: + 995 322 252 216
ფაქსი: +995.322 252 217
მიგრაციის რესურს ცენტრი ქუთაისში
მის: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ#63
ტელ.: +995 431 244 443;
            +995 431 234 416; +995 431 235 383
მიგრაციის რესურს ცენტრი თელავში
მის: თელავი, ერეკლე II ქ. #8
ტელ.: +995 350 270 872
მიგრაციის რესურს ცენტრი ბათუმში

მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #63
ტელ: +995 577 520 015; +995 422 228 883

მიგრაციის რესურს ცენტრები ფუნქციონირებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით” – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი