გლობალური ფორუმი მიგრაციისა და განვითარებისთვის 2015

2015 წლის მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი გაიმართება თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში 12-16 ოქტომბერს.

თურქეთის, როგორც ფორუმის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ 2015 წლის ფორუმის თემად შერჩეული იქნა: „პარტნიორობის გაძლიერება: ადამიანთა მობილობა მდგრადი განვითარებისთვის“, ხაზგასმით, რომ საერთაშორისო მიგრაციის ეფექტიანად მართვა შეუძლებელია ერთი ქვეყნის მიერ განცალკევებულად, ან სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და თვითონ მიგრანტებთან თანამშრომლობის გარეშე.

2014-2015 წლების მიგრაციისა და განვითარების ფორუმის თავმჯდომარეობა თურქეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო 2014 წლის ივლისში და გამოსცა მომდევნო წლისთვის განსახორციელებელი აქტივობების კალენდარი. ფორუმის თავმჯდომარეობას 2015-2016 წლებში გადაიბარებს ბანგლადეში.

2015 წლის მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://gfmdcivilsociety.org/gfmd-2015/ 

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი