მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2015 წლის 19-20 მაისს, კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“ შედგა მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო პროექტ ENIGMMA-ს მიერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ანალიტიკური სისტემის შექმნაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

2 დღიანი შეხვედრის დროს, მონაწილეებმა შეაჯამეს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით მომზადებული სასწავლო ვიზიტების შედეგები ესტონეთსა და ავსტრიაში. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემის შექმნის ტექნიკური გზები, ბიუჯეტი და სამართლებრივი ასპექტები. ასევე განიხილეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამომავლო მხარდაჭერა აღნიშნულ სფეროში.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი