მიგრაციისა და თავშესაფრის ლექსიკონი - მიგრაციის ევროპული ქსელი (EMN)

მიგრაციის ევროპული ქსელის თავშესაფრისა და მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი წარმოადგენს მისი ანალიტიკური საქმიანობის ევროკავშირის მასშტაბით შემუშავებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მულტიდისციპლინურ პროდუქტს, რომელიც მიზნად ისახავს მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას ტერმინთა ურთიერთშედარების შესაძლებლობის შექმნის, მათი განმარტებების ერთიანი აღქმისა და შესაბამისად, გამოყენების ხელშეწყობის გზით. ლექსიკონი განკუთვნილია როგორც მიგრაციის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ასევე სფეროს პრაქტიკოსებისთვის, აკადემიისა და მედიის წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ლექსიკონი ქართულ ენაზე ითარგმნა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს კოორდინაციით და 2023 წელს გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე.

ლექსიკონის უახლესი ონლაინ ვერსია ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://home-affairs.ec.europa.eu/networks/european-migration-network-emn/emn-asylum-and-migration-glossary_en

IOM-ის მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

მიგრაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ ენაზე მიღებული ტერმინოლოგიის ქართველი მკითხველისთვის გასაცნობად, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ ითარგმნა მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ჟენევა, 2004 წ.) და მომზადდა მისი ქართულენოვანი ელექტრონული ვერსია. თარგმანის პროცესში ორიგინალ ტექსტს დაემატა რიგი ახალი ტერმინებისა და მოხდა მათი მაქსიმალური დაახლოება ქართულ ანალოგებთან.

პუბლიკაცია მომზადდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით და ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ დაფინანსებით.

მიგრაციასთან დაკავშირებული შემოკლებების ლექსიკონი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს მიერ მომზადდა მიგრაციის სფეროსთან დაკავშირებული შემოკლებების (აბრევიატურების) მოკლე ლექსიკონი. ლექსიკონში თავმოყრილია 180-ზე მეტი შემოკლება ინგლისურ-ქართული განმარტებით და მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის მსგავსად, მისი მიზანია, სახელმწიფო უწყებების ან/და მიგრაციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წარმართვისას დაამკვიდროს ერთიანი ტერმინოლოგიური სტილი, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა დოკუმენტების შედგენისას საერთო ენის გამოყენების თვალსაზრისით.

ვიმედოვნებთ, რომ ლექსიკონი ასევე სასარგებლო რესურსი იქნება მიგრაციის სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისთვისაც.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი