ტრენინგი მიგრაციის საკითხებზე იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისათვის

2015 წლის 30 აპრილს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ჩატარდა ტრენინგი მიგრაციის საკითხებზე, რომელიც ორგანიზებული იყო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ პროექტ „ENIGMMA”-ს 2015 წლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. ტრენინგის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო და მიგრაციის მართვაში მონაწილე სხვა სახელმწიფო უწყებები. ღონისძიება გაიმართა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის და მიზნად ისახავდა რეგიონში ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და მთლიანობაში საქართველოში მიგრაციის მართვის პროცესების თაობაზე. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ. მათ, ასევე მიმოიხილეს მიგრაციის მართვის სფეროში არსებული მდგომარეობა კერძოდ, საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ახალი სავიზო პოლიტიკა, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ქართველ მიგრანტთა დაბრუნება და რეინტეგრაცია, უცხოელთა თავშესაფრის მიღებისა და გაძევების პროცედურა საქართველოში.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ტრენინგის მიმართ გამოიჩინეს ინტერესი და გამოთქვეს მომავალში მსგავსი შეხვედრების ჩატარების სურვილი.
 

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი