სასწავლო ვიზიტი მიგრაციის მართვის საკითხებზე

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ბუდაპეშტის პროცესის სამდივნო) ორგანიზებით, 2015 წლის 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკისა და ერაყის რესპუბლიკის წარმომადგენელთათვის ბუდაპეშტის პროცესის ფარგლებში, შედგა სასწავლო ვიზიტი საქართველოში.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკისა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები გაეცნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობას და კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების გამოცდილებას მიგრაციის მართვის სფეროში. ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის წევრები ეწვევივნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და თბილისის იუსტიციის სახლს, სადაც ადგილზე გაეცნენ საქართველოში დანერგილ სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოდელს და იმ მომსახურებებს რომელსაც ეს ორგანიზაციები უცხოელებს და საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, პოლიციის აკადემიაში და თბილისის აეროპორტში, სადაც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და საზღვრის მართვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა იუსტიციის, საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

დელეგაციის წევრები ასევე შეხვდენენ მიგრაციის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.

ცნობისათვის, ბუდაპეშტის პროცესი არის საკონსულტაციო ფორუმი და საერთაშორისო დიალოგის ფორმატი ევროპისა და აზიის 50-ზე მეტი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელიც მიზნად ისახავს, ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას პროცესში მონაწილე ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებებზე. ზემოაღნიშნული სასწავლო ვიზიტი ხორციელდება ბუდაპეშტის პროცესის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - „აბრეშუმის გზების პარტნიორობის ხელშეწყობა მიგრაციისთვის“ ფარგლებში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი