ლეგალური ემიგრაციის შესახებ გზამკვლევი შემუშავდა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას „ლეგალური მიგრაცია - საუკეთესო არჩევანი”, რომლის ფარგლებში შემუშავდა საინფორმაციო გზამკვლევი ლეგალური ემიგრაციის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე. გზამკვლევში თავმოყრილია პრაქტიკული ინფორმაცია როგორც ემიგრანტებისთვის აუცილებელი დოკუმენტების, ქვეყნიდან დროებითი ან მუდმივი გასვლის და უკან დაბრუნების სამართლებრივი გზების, ასევე მიგრაციის სფეროში მოქმედი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შესახებ.

ვიმედოვნებთ, რომ გზამკვლევი სასარგებლო სამსახურს გაუწევს პოტენციურ თუ ფაქტობრივ მიგრანტებს და მიგრაციის სფეროთი დაინტერესებულ სხვა პირებს.

ასევე, შემუშავების პროცესშია ორენოვანი გზამკვლევი ლეგალური იმიგრაციის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი