საინფორმაციო კამპანია „რას ნიშნავს ჩემთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან“

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ENIGMMA და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) იწყებს ახალ საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით - „რას ნიშნავს ჩემთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან“.

საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტია ფოტოკონკურსი, რომელიც ფოკუსირებულია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების, უვიზო მიმოსვლის, სავიზო დიალოგისა და სხვა მსგავსი საკითხების ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტ ENIGMMA-ს ვებგვერდის საინფორმაციო კამპანიისათვის განკუთვნილი სექცია.

იხილეთ ფოტოკონკურსის პოსტერი.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი