ზამთრის სკოლა მიგრაციის პოლიტიკისა და განვითარების შესახებ

2015 წლის 10-12 თებერვალს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, მიგრაციისა და განვითარების შესახებ გაიმართა ზამთრის სკოლა. სამდღიანი ღონისძიება პროექტის “ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით” - იმ კომპონენტის ნაწილია, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის შემუშავების საკითხებში საქართველოში სახელმწიფო მოხელეთა მხარდაჭერას გულისხმობს.

ზამთრის სკოლა მიზნად ისახავდა ერთიანი ფორუმის შექმნას, სადაც თავს მოიყრიდნენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რათა ერთობლივ ფორმატში განხილულიყო იდეები და მოსაზრებები მიგრაციისა და განვითარების შესახებ. ზამთრის სკოლის ფარგლებში განხილულ იქნა საკითხები თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავების, დიასპორის ჩართულობის, ფულადი გზავნილების, მიგრანტთა დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ.

ღონისძიებას მოდერაცია გაუწია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საერთაშორისო ექსპერტთა გუნდმა. პრეზენტაციების, ჯგუფური დისკუსიებისა თუ სხვა ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით 20-ზე მეტ მონაწილეს საშუალება მიეცა მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ საკუთარი მოსაზრებები და იდეები განევითარებინა. აღსანიშნავია, რომ გამოიკვეთა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივები მიგრაციის საშუალებით განვითარების ხელშემწყობი ეფექტური ინსტრუმენტების შემუშავებისთვის.

ზამთრის სკოლა ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მიგრაციის პოლიტიკისა და განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი