საკოორდინაციო შეხვედრა მიგრაციის საკითხებზე

2014 წლის 22 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით, გაიმართა მიგრაციის სფეროში მომუშავე ორგანიზაციათა რიგით მე-4 საკოორდინაციო შეხვედრა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის თემატური კოორდინაციის უზრუნველყოფა, რათა ხელი შეეწყოს არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებას.
მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ, რომელთა ირგვლივ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

მიგრაციის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრები რეგულარულად იმართება წელიწადში ორჯერ, სფეროში მიმდინარე პროექტებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთშეთანხმებული ქმედების უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც თავს უყრის მიგრაციის საკითხებით დაინტერესებულ ყველა მხარეს.
 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი