უცხოელთა შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა

2014 წლის ნოემბერში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის, გარდამავალ ეტაპზე, ბინადრობის ნებართვისა და საიმიგრაციო ვიზის მოპოვებისთვის შეღავათიანი პირობები დაწესდა. ამასთან ერთად განისაზღვრა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებისათვის საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მონაწილეთათვის ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტით გავლის გამარტივებული პროცედურები. საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკვე მოაწერა ხელი და იგი გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (იხ. კანონის ტექსტის ბმული: https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2278806&lang=ge).

ზემოაღნიშნული რეგულაციების ამოქმედების შედეგად უცხოელებისთვის დგინდება შემდეგი სახის შეღავათები:

2014 წლის 27 ნოემბრამდე ფლობდით საქართველოში ბინადრობის ნებართვას

ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლებს.

www.sda.gov.ge
www.psh.gov.ge

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე.

საქართველოში ბოლოს შემოხვედით 2014 წლის 17 მარტიდან და 27 ნოემბრისათვის იმყოფებოდით საქართველოს ტერიტორიაზე

ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლებს.

www.sda.gov.ge
www.psh.gov.ge

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე.

იმყოფებით საქართველოში და ქვეყანაში თქვენი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მინიმუმ 45 დღე

საიმიგრაციო ვიზის მისაღებად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.

www.mfa.gov.ge
www.geoconsul.gov.ge

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 25 დეკემბრიდან.

საქართველოში ბოლოს შემოხვედით 2014 წლის 17 მარტამდე, საქართველოში თქვენი კანონიერად ყოფნის ვადა უკვე ამოიწურა, ამასთან, არასდროს მიგიღიათ უარი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე

ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე აუცილებლად უნდა მიიღოთ საიმიგრაციო ვიზა. საიმიგრაციო ვიზის მისაღებად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.

www.mfa.gov.ge
www.geoconsul.gov.ge

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე.

საქართველოში ბოლოს შემოხვედით 2014 წლის 17 მარტამდე და ქვეყანაში თქვენი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მინიმუმ 30 დღე

ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე აუცილებლად უნდა მიიღოთ საიმიგრაციო ვიზა. საიმიგრაციო ვიზის მისაღებად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.

www.mfa.gov.ge
www.geoconsul.gov.ge

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 25 დეკემბრამდე.

თუ ხართ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოელი და გსურთ საქართველოში 30 დღეზე მეტი ხნით დარჩენა

უნდა მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლებს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, რომელიც გაიცემა ხანგრძლივი ვადით.

www.sda.gov.ge
www.psh.gov.ge

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან.

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისას სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზის გაცემისას პირს არ მოეთხოვება მესამე ქვეყანაში შესვლის გარანტიები

ტრანზიტული ვიზა ნაცვლად 5 დღისა გაიცემა 10 დღიანი მოქმედების ვადით. ტრანზიტული ვიზის მიღება შესაძლებელია როგორც საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობაში, ისე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.

აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან.

ყურადღება !!!

2014 წლის პირველ სექტემბრამდე შემოსულ უცხოელზე ახალი სავიზო რეგულაციები არ ვრცელდება მის საქართველოდან გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 მარტისა.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი