
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
-
კომისია
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია შეიქმნა 2010 წლის 13 ოქტომბერს. იგი არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრი, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
-
სამდივნო
კომისიას ანალიტიკურსა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით მოქმედი სამდივნო.
-
სამუშაო ჯგუფები
საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების მიზნით, კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფები.
სიახლეები
-
ეუთო-ს სემინარი მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე
2018 წლის 29 ნოემბერს, მსსკ-ს სამდივნოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) თბილისში გამართა საერთაშორისო სემინარი მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე.სრულად...
-
ევროკავშირის ქვეყნებში ცირკულარული მიგრაციის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
2018 წლის 16 ნოემბერს გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივით და დაკვეთით განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის ქვეყნებში ქართული სამუშაო ძალის დროებითი შრომითი (ცირკულარული) მიგრაციის პოტენციალის შეფასებას.სრულად...
-
ბროშურა ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ