მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
-
კომისია
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (მსსკ/კომისია) შეიქმნა 2010 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის N314-ე დადგენილების საფუძველზე. იგი არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
-
სამდივნო
კომისიას ანალიტიკურსა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით მოქმედი სამდივნო.
-
სამუშაო ჯგუფები
საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების მიზნით, კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფები.
სიახლეები
-
კომისიის სამუშაო ჯგუფმა მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებაზე იმსჯელა
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოქმედი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ გახსნა. მან ისაუბრა სააგენტოს კოორდინაციით...სრულად...
-
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტებში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისა და სააგენტოს ჩართულობის სხვადასხვა ასპექტი....სრულად...
-
შეხვედრა IOM-ის და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას,...სრულად...


